ინტეგრირებული გაკვეთილი






საქართველოს  მეჭურჭლეთუხუცესი


გაკვეთილის  ავტორები
მერებაშვილი ეკა
ლელაშვილი მარინა
სსიპ სოფ, ხოვლის საჯარო სკოლა;
Lelashvilimarina@gmail.com
577 34 82 44
577 34 82 54
გაკვეთილის გეგმა
რეზო თაბუკაშვილის კინომოთხრობა ,,საქართველოს    მეჭურჭლეთუხუცესი"
სწავლების საფეხური/კლასი/საგანი
საბაზო/IXკლ-VII კლ./ქართული  ლიტერატურა/ისტორია
მოსწავლეთა რაოდენობა
10/15
გაკვეთილის მიზანი
 ქართ : მოსწავლეები გაეცნობიან და გაანალიზებენ მხატვრულ ტექსტს; მოახდენენ ტექსტის კატეგორიზებას რამდენიმე ნიშნის მიხედვით; გაეცნობიან ვრცელ ინფორმაციას ეროვნული საგანძურის შესახებ.
ისტორია : მოიძიებენ იმფორმაციას ექვთიმე თაყაიშვილის ცზოვრება მოღვაწეობის შესახებ  და შეისწავლიან  ეპოქას
მისაღწევი შედეგები
(... საგნობრივი სტანდარტი

ქართ.6.მოსწავლე კითხულობს ტექსტებს (მხატვრულს და არამხატვრულს), რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას  წაკითხულის მიმართ.
ქართ.IX.7. მოსწავლე იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტების სტრუქტურის ასახსნელად
ქართ.IX.8. მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს  

თანმიმდევრობა
საკლასო მენეჯმენტი
დრო 

  •  ინსტრუქცია
/მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს, აცნობს მუშაობის ფორმას და სთხოვს მათ ინდივიდუალურად წარმოადგინონ საშინაო დავალება ,,რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ"/
  • პრეზენტაცია  
  • რამოდენიმე მოსწავლე წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე მოძიებულ ინფორმაციას ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ  სლაიდების მეშვეობით . 
  • ინსტრუქცია  
/მოსწავლეები სხედან 6 ჯგუფად.მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს  ურიგებს ტექსტის-- რევაზ თაბუკაშვილის კინომოთხრობა ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"--სხვადასხვა ნაწილს. აცნობს მათ მეთოდს ,,ნიშანთა სისტემა"/V--ვიცოდი; +--ახალია; --- მაინტერესებს;/, ავალებს მოსწავლეებს  დაამუშაონ ტექსტი შესაბამისი ნიშნების მიხედვით; ნამუშევრები წარმოადგინონ საჯაროდ
  • ტექსტზე მუშაობა
/მოსწავლეები ასრულებენ ინსტრუქციას/
  • პრეზენტაცია
/პრეზენტატორები წარმოადგენენ ნამუშევრებს; თითოეული ჯგუფის ნამუშევარი თვალსაჩინოდ განთავსდება დაფაზე/
  • მცირე დისკუსია
  • მოსწავლეები მსჯელობენ საინტერესო საკითხების ირგვლივ, მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები  ეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას

/მოსწავლეები მსჯელობენ წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ/
  • ვიდეოფირის ჩვენება /დრო 6წთ/
/მასწავლებელი უჩვენებს მოძიებულ  კადრებს ექვთიმე თაყაიშვილის  ფოტოარქივიდან, ასევე აცნობს ვიდეოინფორმაციას ეროვნული საგანძურის შესახებ http://youtu.be/xsFDkD0aR10 /
  • შეფასება /დრო2 წთ/
მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს; სამუშაო ჯგუფებს ; მასწავლებელი განმავითარებელი კომენტარითა და განმსაზღვრელი შეფასებით რამოდენიმე მოსწავლეს აფასებს.
P.S. შემდეგი გაკვეთილისათვის იგეგმება რევაზ თაბუკაშვილის ფილმის ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"- ჩვენება

შეფასება
 განმავითარებელი; განმსაზღვრელი
საგანმანათლებლო რესურსები
http://youtu.be/xsFDkD0aR10 -ვიდეომასალა (ფოტო ექსკურსი: ,,ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ფოტოები"; ,,ეროვნული განძი"); სახელმძღვანელო; ფლიგჩარტები; მარკერები;დაფა;  სამუზეუმო ექსპონატები .



 



















ინტეგრირებული გაკვეთილი 
ისტორია-ქართული ენა და ლიტერატურა 
ნიკო ბური (ბაგრატიონი)







No comments:

Post a Comment